ყველაფერი, რაც Samsung Galaxy S22 Ultra-ს შესახებ ვიცით!

 Samsung-ს სმარტფონების ბიზნესში კრიზისი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ინოვატორი ბრენდია და გვანებრივებს თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიებით. Samsung-ის ძირითადი პრობლემა ფასებია, რომელიც ჩინურ ბრენდებთან კონკურენციაში ვეღარ ჯდება. ტექნოლოგიური ბლოგები და მედია საუბრობენ მძიმე კრიზისზე, რა მდგომარეობაშიც Samsung-ი იმყოფება და განხილვაც კი მინდინარეობს, რა მოუვა Samsung-ს სმარტფონების ბიზნესში.

 Samsung-ის კრიზის გადალახვის იმედი მხოლოდ Galaxy S22 სერია არის, რადგან Galaxy Note 21 სერია გაუქმდა(რა მიზეზით მოხდა გაუქმების გადაწყვეტილება, ჩვენთვის უცნობია, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩიფსეტების კომპონენტების მარაგების პრობლემა). Galaxy S22 სერიის წარმომადგენლებიდან არცერთის დიზაინი ვიცით და დღემდე არანაირი მონახაზია ცნობილი, თუმცა ვიცით გარკვეული ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება გაამართლებს თუ არა მოდელი.

 Samsung-ი Galaxy S22 სერიაში ახალი ტექნოლოგიის 4 ნანომეტრიან ჩიფსეტს წარმოგვიდგენს(კონკურენტ Apple-ს კვლავ 5 ნანომეტრიანი ტექნოლოგია ექნება) სადაც მთავარ როლში ასევე იქნება AMD-ს და Samsung-ის ერთობლივად შექმნილი გრაფიკული და კამერის AI ალგორითმის პროცესორები. გასულ წლებში კარგად გვახსოვს, რომ ძირითადად Samsung-ის წარმოებულ Exynos ჩიფსეტებს ჰქონდათ პრობლემა და კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა წარმადობაში და ენერგო მოხმარებაში(რომელიც ძირითადად პროცესორის გადახურებისგან იყო გამოწვეული). 

 რაც შეეხება კამერებს. ვიცით, რომ Galaxy S22 და S22+-ში 50 მეგაპიქსელიანი ახალი სენსორი იქნება წარმოდგენილი, ხოლო Galaxy S22 Ultra-ში S21 Ultra-ში წარმოდგენილი 108 მეგაპიქსელიანი სენსორი, რომელსაც ახალი პროცესორი მეტ შესაძლებლობებს მისცემს. Galaxy S22 Ultra-ში ასევე ვიხილავთ გაგრძელებად ოპტიკური ზუმის ტექნოლოგიას(მსგავსი ტექნოლოგია გვხდება მხოლოდ Sony-ს ახალ ფლაგმანურ სმარტფონებზე).

 Galaxy S22 Ultra-ში ასევე ვიხილავთ სპეციალურ გაგრილებს სისტემას, გაუმჯობესებულ ოპერატიულ და შესანახ მეხსიერებას. მთავარ სიახლედ კი უნდა ველოდოთ ეკრანში დამალულ წინა კამერას, რომელიც უკვე იტესტება Galaxy S22 Ultra-ზე და პროტოტიპებიც კი არსებობს, ეკრანში დამალული კამერით და კამერის ჭრილით. Samsung-მა თუ მოახერხა ტექნოლოგიის დახვეწა და გაუმჯობესება, Galaxy S22 Ultra-ში აუცილებლად ვიხილავთ ეკრანში დამალულ კამერასაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *