Google-მა Pixel 6 & Pixel 6 Pro-ს დიზაინის ფოტოები ოფიციალურად გამოაქვეყნა: ბონუსი Goolge Tensor ჩიფსეტი

Google-მა Twitter-ზე თავისი მომავალი ფლაგმანური სმარტფონების ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა და მათი ოფიციალური სახელებიც გაგვაცნო. Google-ის ფლაგმანური სმარტფონების სახელები Pixel 6 და Pixel 6 Pro არის.

Google-ის თქმით Pixel 6-ს და Pixel 6 Pro-ს ერთნაირად მაგარი კამერა აქვთ. ინსტაგრამ გვერდზე Pixel 6 სერიით გადაღებული უამრავი ფოტოც კი შემოგვთავაზა. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ 4X პერიკსოპულ-ოპტიკური ზუმიც აქვს Pixel 6 Pro-ს.

Pixel 6 & 6 Pro

Google-მა ახალო ფლაგმანური სმარტფონებისთვის თავად შექმნა 5 ნანომეტრიანი ჩიფსეტი Google Tensor-ი, რომელსაც ყველაზე მძლავრი AI და ML პროცესორები აქვს. შესაბამისად კამერისგან სასწაულებს უნდა ველოდოთ.

ჯერჯერობით Google-მა მხოლოდ აღნიშნული ინფორმაციები გაავრცელა. დეტალებს ეტაპობრივად გაგვაცნობს. გაყიდვები სავარაუდოდ ოქტომბერში დაიწყება.

Pixel 6 Pro-ს ტექნიკური მახასიათებლებია:

6.7 დიუმიანი 120 ჰერცი სიხშირის Edge OLED ეკრანი,50 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 48 მეგაპიქსელია პერისკოპული კამერა,12 მეგაპიქსელიანი ულტრა-ფართო კამერა, 12 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, 5000 მილიამპერიანი ბატარეა, 12 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 512 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება და Google Tensor ჩიფსეტი.

Pixel 6-ის ტექნიკური მახასიათებლებია:

6.4 დიუმიანი OLED ეკრანი,50 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 12 მეგაპიქსელიანი ულტრა-ფართო კამერა, 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, 4614 მილიამპერიანი ბატარეა, 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 256 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება და Google Tensor ჩიფსეტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *