Xiaomi თავის მთავარ ფლაგმანურ სმარტფონს მარტში გამოუშვებს და ცნობილი გახდა ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც წარმოდგენილი იქნება 14 Ultra-ში.
როგორც ცნობილილია Xiaomi 14 Ultra-ში გამოყენებული იქნება Sony-ს ახალი 50 მეგაპიქსელიანი 1 დიუმის ზომის კამერის სენსორი LYT900, ხოლი კამერის ლინზებს ტრადიციულად LEICA დაამზადებს(გამოყენებული იქნება ცვლადი დიაფრაგმის ლინზები). გარდა იმისა, რომ მთავარი კამერის მახასიათებლები გაუმჯობესდება, ასევე ცვლილებები შეეხება და გაუმჯობესდება დანარჩენი კამერებიც. გაუმჯობესდება და გაიზრდება თითოეული კამერის სენსორების ზომები. ტელეფოტო კამერის ნაცვლად ამჯერად ორმაგ პერისკოპულ კამერას ვიხილავთ. ორი პერიკსოპული კამერა დღემდე არცერთ სმარტფონს აქვს.
სხვა ტექნიკური მახასიათებლებიდან ცნობილია, რომ Xiaomi 14 Ultra-ს დიზაინში ვიხილავთ ტიტანის კორპუსს, Snapdragon 8 Gen 3-ის ჩიფსეტს, 5500 მიამპერზე უფრო დიდ ბატარეას და 6.7 დიუმიან ეკრანს(რომელსაც ამჯერად კომპანია TCL-ი დაამზადებს).
Xiaomi 14 სერიაში ახალი Android მოდიფიკაცია HyperOS-ი რა თქმა უნდა 14 Ultra-შიც შეგვხდება და ამჯერად გლობალური მაშტაბით იქნება პრეზენტაცია.