Xiaomi 12 Ultra-ს გამოსვლის თარიღი და მახასიათებლები ცნობილი გახდა

Xiaomi-მ შარშან ახალი ფლაგმანური სმარტფონების სერია “Ultra” წარმოგვიდგინა და დღემდე  11 Ultra რჩება Xiaomi-ს ყველაზე სასურველ ფლაგმანურ სმარტფონად, ხოლო მის ახალ განვითარებულ ვერსიას 12 Ultra-ს ჩინეთში მაისში ვიხილავთ, საერთაშორისო ბაზარზე გამოსვლის თარიღი უცნობია.

როგორ სერთიფიცირებული ინფორმაციებიდან ირკვევა, 12 Ultra-ს 6.73 დიუმის ზომის QHD რეზოლუციის E5 სერიის LTPO2.0 ტექნოლოგიის ეკრანი ექნება 120 ჰერცი სიხშირით და 10 ბიტიანი ფერთა აღქმით. ასევე ცნობილია 4900 მილიამპერიანი ბატარეა 120 ვატიანი სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით და TSMC-ის ქარხანაში დამზადებული Qualcomm-ის ახალი ფლაგმანური ჩიფსეტი Snapdragon 8 Gen 1+.

მთავარი სიახლე კამერებს შეეხება და ამჯერად გვექნება Sony-ს 3 მთავარი კამერის სენსორი. 50 მეგაპიქსელიანი 1/1.1 დიუმის ზომის სენსორი Sony IMX8xx სერიიდან, პერისკოპული კამერა 48 მეგაპიქსელიანი Sony IMX486 და ულტრა-ფართო 50 მეგაპიქსლეიანი კამერა Sony IMX766. კამერის ლინზები Leica-ს ბრენდირებით იქნება წარმოდგენილი. უკანა პანელზე მეორე ეკრანი არ იქნება განთავსებული.

Scroll to Top