Xiaomi-ს და Leica-ს კოლაბორაცია: ახალი ერა კამერაფონების ისტორიაში

Xiaomi-ს და Leica ოფიციალურად პარტნიორები გახდნენ, ამ უკანასკნელმა კი Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა. წარსულიდან თუ გავიხსენებთა, Leica-ს და Huawei-ს თანამშოლობა ნამდვილად წარმატებული იყო, რაც აისახებოდა Huawei-ს სმარტფონებში არსებულ კამერის ალგორითმებზე.

Xiaomi და Leica ახალ ერას გვპირდებიან სმარტფონების კამერის ალგორითმებში და ტექნოლოგიებში. პირველი წარმომადგენელი Xiaomi 12 Ultra იქნება, რომელსაც Sony IMX989-ის კამერის სენსორი და Leica-ს ბრენდირებული ლინზები ექნება. აღნიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალ ფლაგმანურ სმარტფონში ასევე ვიხილავთ Qualcomm-ის უახლეს ფლაგმანურ ჩიფსეტს Snapdragon 8+ Gen 1-ს, რომელიც ამჯერად TSMC-ის ქარხანაში დამზადდა, რადგან Samsung-ი კვლავ აგრძელებს რეპუტაციის შელახვას და ამ კორეულ გიგანტს არ სურს პარტნიორ კომპანიებს დაუმზადოს ხარისხიანი ჩიფსეტები ან თავისთვის მაინც დაიმზადოს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ცალკეულ ბრენდებში Xiaomi გაყიდვები მესამე ყველაზე დიდი სმარტფონების მწარმოებელი კომპანია გახლავთ, ხოლო თუ კორპაციების სმარტფონების გაყიდვებს შევადარებთ, ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე Samsung-ი, მეორე ადგილზე BBK ელექტრონიქსი, მესამეზე Apple-ი  და მეოთხე ადგილზე Xiaomi გახლავთ.

Scroll to Top