Sony Xperia 1 IV-ს iPhone 14 Pro-ს იდენტური კამერის მახასიათებლები ექნება

სმარტფონების მწარმოებლების უმრავლესობა Sony-ს კამერის სენსორებს იყენებენ სმარტფონებში(Apple, Google, Samsung, Huawei და ა.შ.), თუმცა ტექნოლოგიურად Xperia-ს სმარტფონები კონკურენტებს ჩამორჩებოდა. არამხოლოდ კამერის ტექნოლოგიებით ჩამორჩებოდა, არამედ კამერის ალგორითმებშიც მოიკოჭლებდა.

ალბათ ყველამ არ იცის და გეტყვით, რომ Sony Mobile განყოფილება Sony-ს კამერის ბიზნესს შეუერთდა, რის შემდეგაც ვიხილეთ საუკეთესო კამერაფონი Xperia Pro-I. თუმცა სტანდატულ ფლაგმანურ მოდელში კვლავ უსწრებს კონკურენტები და როგორც ჩანს ეს დროც დადგა. Sony თავისი ფლაგმანური სმარტფონის კამერის სენსორს Apple-ის ფლაგმანური სმარტფონების iPhone 14 Pro-ს სერიასთან გაზიარებს(iPhone 14 სერიასაც Sony-ს კამერები ექნება, თუმცა უფრო ბიუჯეტური ვერსია).

კონკრეტულად, ინსაიდერის თქმით Sony-ს და Apple-ის ახალ ფლაგმანურ სმარტფონებში ვიხილავთ 48 მეგაპიქსელია 1/1.3 დიუმის ზომის სენსორს. მართალია ბაზარზე უფრო დიდი ზომის სენსორებიც არსებობს, მათ შორის 1 დიუმის ზომის სენსორიც Xperia Pro-I-ში, თუმცა ამ ახალი სენსორის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ექნება 8K ვიდეოს გადაღების მხარდაჭერა HDR ფორმატში და დიდი ზომის პიქსელები.

Scroll to Top