Sony Xperia 1 IV-ს ოთხი 48 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება

Sony უახლეს პერიოდში ახალ ფლაგმანურ სმარტფონს Xperia 1 IV-ს გამოუშვებს და მისი კამერის მახასიათებლები უკვე ცნობილი გახდა.

მთავარ კამერად წარმოდგენილი იქნება 48 მეგაპიქსელიანი 1/1.28 დიუმის ზომის სენსორი 1.22 მიკრონის ზომის პიქსელებით, ულტრა-ფართო კამერად 48 მეგაპიქსელიანი 1/2.43 დიუმის ზომის სენსორი, ტელეფოტო კამერად 1/2.43 დიუმის ზომის სენსორი და პერისკოპულ კამერად 48 მეგაპიქსეპიანი 1/2 დიუმის ზომის სენსორი. ასევე იქნება მეხუთე ToF კამერის სენსორიც.

Scroll to Top