Sony-მ ტრადიციულად წლის პირველ ნახევარში შემოგვთავაზა ახალი ფლაგმანური სმარტფონი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები შთამბეჭდავია. მაგრამ მოდით ერთად ვნახოთ რას გვთავაზობს რეალურად ამჯერად.
Xperia 1 IV კვლავ ერთადერთი ფლაგმანური სმარტფონია 120 ჰერცი სიხშირის 4K რეზოლუციის ეკრანით, 21:9 ფორმატით და დიუმზე 643 პიქსელების სიმჭიდროვით. ეკრანის მახასიათებლები ნამდვილად შთამბეჭდავია და უკვე წლებია Sony არის ერთადერთი ბრენდი, რომელიც 4K რეზოლუციის ეკრანებით უშვებს ფლაგმანურ სმარტფონებს.
ახალ ფლაგმანურ სმარტფონში გაიზარდა ბატიის მოცულობა 5000 მილიამპერამდე, რომლის სიცოცხლის უნარიანობა 3 წელი შენარჩუნდება. 512 გიგაბაიტამდე გაიზარდა შესანახი მეხსიერება, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 12 გიგაბაიტს, სმარტფონის პერფომანსზე პასუხისმგებელია Qualcomm-ის უახლესი ფლაგმანური ჩიფსეტი Snapdragon 8 Gen1(რომელსაც სპეციალური გაგრილების სისტემა ახლავს თან), წინა კამერის პიქსელების რაოდენობა გაიზარდა 12 მილიონამდე, კვლავ გვდება მეხსიერების სლოტი და 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი, 360 გრადუსიანი HiRes სტერეო აუდიო სისტემა, მძლავრი დინამიკები, IP68 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის, უსადენო დამუხტვა, გაზიარებადი უსადენო დამუხტვა, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი და სხვა ყველა ის მახასიათებლები, რომელიც უნდა ჰქონდეს ფლაგმანურ სმარტფონს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად დიდი ზომის ეკრანისა, სმარტფონის სიგანე შეადგენს მხოლოდ 71 მილიმეტრს და სისქე 8.2 მილიმეტრს, რაც იმას ნიშნავს, რომ Xperia 1 IV-ის გამოყენება ძალიან კომფორტული და პრაქტიკული იქნება.
რაც შეეხება კამერას, აქ კვლავ გვხდება სამმაგი 12 მეგაპიქსელიანი სენსორები ულტრა ფართო, ულტრა და პერისკოპული ZEISS ლინზებით. ამჯერად განახლდა პერისკოპული კამერა, უკვე შესაძლებელია გაგრძელებადი ოპტიკური ზუმით 3.2X-5.2X-ჯერ ობიექტის მიახლოება. შეგახსენებთ, რომ Sony უკვე მესამე ფლაგმანურ სმარტფონს გვთავაზობს გაგრძელებადი ოპტიკური ზუმის ტექნოლოგიით და აქაც ერთადერთი ბრენდია მოცემული ტექნოლოგიით. ოთხივე რეჟიმის შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გადაიღოს 4K რეზოლუციის ვიდეო 120 კადრით წამში ან წამში 60 ფოტო ავტოფოკუსით/წამში 20 HDR ფოტო ავტოფოკუსით. აქვე არსად წასულა და კვლავ გვხდება 3D ToF კამერაც, რომელიც დანარჩენ კამერებს ეხმარება ობიექტის სუპერ სრაფად ფოკუსირებაში სრულ სიბნელეშიც კი. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ Sony-ს სმარტფონებში გვხდება უსაზღვრო და ულიმიტო კრეატიულობისთვის განკუთვნილი საუკეთესო პროფესიონალური ფოტო და ვიდეო გადაღების რეჟიმები.
ერთადერთი სამწუხაროდ დეტალი არის ფასი, რომელიც ამერიკაში შეადგენს 1600 დოლარს, ხოლო ევროპაში 1400 ევროს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ტექნოლოგიებიც გვხდება Xperia 1 IV-ში და ბაზარზე ჩინური ბრენდის სმარტფონებიც კი ხშირ შემთხვევაშიც უფრო ძვირი ღირს, უკვე ნორმალურ ფასადაც შეიძლება ჩაითვალოს.