Quacomm-მა შარშან ახალი ფლაგმანური ჩიფსეტების სერია “8” წარმოგვიდგინა “8xx”-ის ნაცვლად. როგორც ჩანს წელს ცვლილებები საშუალო და ბიუჯეტური კლასის ჩიფსეტების სერიასაც შეეხება და “7xx” სერიის ნაცვლად ვიხილავთ “7”-ის სერიას.
Snapdragon 7 Gen 1-ს(7 სერიის პირველ თაობას) ცენტრალური ბირთვების შემადგენლობაში ექნება 4 მაღალი წარმადობის Cortex A710 და 4 დაბალი წარმადობის Cortex A510. გრაფიკულ პროცესორად Adreno 662 მოგვევლინება.
პირველად აღნიშნულ ჩიფსეტს Xiaomi-ს სმარტფონზე ვიხილავთ, რომელიც უკვე ტესტირების პროცესშია.