Oppo ახალი ფლაგმანური სმარტფონის Find X5 Pro+-ის გამოშვებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ OnePlus-იც Oppo-ს ქვე-ბრენდია, ისევე როგორც Realme.
ახალ ფლაგმანს ექნება 6.78 დიუმის ზომის E6 სერიის QHD რეზოლუციის Samsung Amoled ეკრანი 120 ჰერცი სიხშირით, 5000 მილიამპერიანი ბატარეა 150 ვატი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით და Snapdragon 8 Gen 1+ ჩიფსეტი.
უკანა პანელზე 3 კამერა იქნება წარმოდგენილი. მთავარ კამერად მოგვევლინება OnePlus 10 Pro-ს მსგავსად 48 მეგაპიქსელიანი Sony IMX789, ულტრა-ფართო კამერად 50 მეგაპიქსელიანი Sony IMX766 და 5X პერისკოპულ კამერად 64 მეგაპიქსელიანი OmniVision OV64B. წინა კამერად კვლავ Sony-ს 32 მეგაპიქსელიანი IMX709 იქნება. მთავარი კამერის ლინზებიდან 1 იქნება შუშის და 6 პლასმასის. მახასიათებლებში ასევე შევხდებით 5 არხიან ოპტიკურ სტაბილიზაციას.