iPhone 16 Pro სერიაში დიზაინი და ეკრანის ზომები იცვლება

ცნობილი გახდა ინფორმაცია Apple-ის მომავალი ფლაგმანური სმარტფონების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ფლაგმანური სმარტფონები 2024 წლის სექტემბერში გამოდის, ინფორმაციების გაჟონვა უკვე დაიწყო.

შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაცია დაზუსტებულია და iPhone 16 Pro-ს ეკრანი 6.27 დიუმი იქნება(კომერციული სახით 6.3 დიუმი), ხოლო iPhone 16 Pro Max-ის ეკრანი 6,85 დიუმამდე გაიზრდება(კომერციული სახით 6.9 დიუმი). სმარტფონების წონა და ზომები გაიზრდება, თუმცა სისქე იგივე დარჩება.  Pro Max-ის ვერსიის ერთ-ერთ პროტოტიპში წარმოდგენილია მეოთხე მთავარი კამერა, რომელიც დიზიანის ცვლილებების ერთ-ერთი წინა პირობა იქნება.

წელს iPhone 15 Pro Max-ის ერთ-ერთ პროტოტიპში წარმოდგენილი იყო Sony-ს უახლესი კამერის სენსორი IMX903, რომელიც Apple-ის გადაწყვეტილებით ვერ ვიხილეთ 2023 წლის ფლაგმანში, მაგრამ ვიხილავთ iPhone 16 Pro სერიაში. IMX903-ის უპირატესობა გაზრდილი სენსორის ზომა და ორფენიანი ტრანზისტორული პიქსელების სტრუქტურა იქნება, რომელიც ბევრად გაუმჯობესებულ შედეგებს მოგვცემს.

Apple ასევე გეგმავს შემოგვთავაზოს Google-ის კონკურენტი გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ინტეგრირებული იქნება ახალ სისტემაში. სიახლე შეეხება ბატარიის მოცულობასაც და გაგრილების სისტემასაც.

Scroll to Top