როგორც უკვე იცით, iPhone 14 Pro-ს და 14 Pro Max-ს Sony-ს 48 მეგაპიქსელიანი 1/1.3 დიუმის ზომის კამერის სენსორი ექნება. მთავარი სიახლე 12 ბიტიანი ფერთა აღქმით RAW და HDR ფოტო და ვიდეო გადაღება იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ iPhone 14 Pro-ს კამერა მინიმუმ ვიდეო გადაღებით კვლავ გაუსწრებს კონკურენტებს და შესაძლოა ფოტო გადაღებაშიც ლიდერი გახდეს.
მაგალითისთვის, სხვა ბრენდის კონკურენტი ფლაგმანური სმარტფონების კამერებს აქვთ 10 ბიტიანი ფერთა აღქმა, რომელიც აღიქვამს 1 მილიარდზე მეტ ფერს, ხოლო 12 ბიტიანი ფერთა აღქმით კამერა დაინახავს 68 მილიარდზე მეტ ფერს.