Google Pixel 7 სერიის დიზაინი და მახასიათებლები ცნობილი გახდა

ტრადიცულად  Google-ი თავის ახალ ფლაგმანურ სმარტფონებს ოქტომბერში გამოუშვებს, თუმცა Pixel 7 სერიის დიზაინი უკვე ცნობილი გახდა. დიზაინის ფოტო რენდერები თავდაპირველად ინსაიდერმა Onleaks-მა გაავრცელა. ხშირად მაქსიმალური სიზუსტით ემთხვევა გავრცელებული რენდერები, მაგრამ ამ შემთხვევაში 100%-იანი სიზუსტით ვერავინ იტყვის, რომ ფოტოებზე რენდერებში ნაჩვენები დიზაინი ნამდვილად ექნება Pixel 7 სერიას.

დაზუსტებით ცნობილია, რომ Pro მოდელს კვლავ ექნება 6.7 დიუმის ზომის ეკრანი და სტანდატული მოდელის ეკრანის ზომა 6.4 დიუმიდან 6.3 დიუმამდე დაპატარავდება. ასევე შემცირდება კორპუსის ზომები და უფრო კომპაქტური გახდება. კამერის მოდულიც იდენტური Pixel 6 Pro-ს იქნება. რენდერში ნაჩვენებია, რომ მთავარი კამერა შუა ნაწილში გადაინაცვლებს. არ უნდა ვივარაუდოთ კამერის სენსორის და ლინზების ცვლილება, რადგან Google-ს არ ახასიათებს ყოველ წელს კამერის მოდულების განახლება და არც არის აუცილებლობა კამერის მოდულის შეცვლა.

ინფორმაციისთვის Pixel 6 Pro-ში გვხდება Samsung-ის 50 მეგაპიქსელიანი GM1 სენსორი, რომელიც ბევრად უკეთესია Sony IMX766-ზე და Galaxy S22 Ultra-ში წარმოდგენილ 108 მეგაპიქსელიან სენსორზეც. მართალია Sony-ს აქვს უკეთესი კამერის სენსორებიც, მაგრამ სტანდარტულად ახალი ფლაგმანებში IMX766-ს ან GM1-ს იყენებენ დღემდე.

რა თქმა უნდა Google-ი საკუთარი ჩიფსეტების განვითარებას გააგრძელებს და ამჯერად Tensor-ის ახალ თაობაში უნდა ვიხილოთ Cortex X2-ის ცენტრალური ბირთვები, ხოლო გრაფიკულ პროცესორად მრავალბირთვიანი Mali-G710 მოგვევლინება.

Ross Young-ის ინფორმაციით, Pixel 7 სერიის ეკრანების წარმოება დასრულდება მაისში, ერთი თვით ადრე, ვიდრე გასულ წელს Pixel 6 სერიის ეკრანების წარმოება დასრულდა. შესაძლებელია და არ უნდა გამოვრიცხოთ ანონსის გადმოტანა ოქტომბრიდან სექტემბერში.

Google-ის ფასების პოლიტიკას თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდში, არ უნდა გაგვიკვირდეს Pixel 7 სერია უფრო იაფი ან იგივე რომ ღირდეს, რაც ღირს ამ დროისთვის Pixel 6 სერია.

Scroll to Top