Google Pixel 6a ოფიციალურად გამოვიდა: ფლაგმანური დონის სმარტფონი ბიუჯეტურ ფასად

Google-მა 11 მაისს გამართულ ღონისძიებაზე ახალი პრემიუმ სმარტფონი Pixel 6a წარმოგვიდგინა. ტრადიციულად “A” სერიის წარმომადგენლები ბიუჯეტურ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ, თუმცა 6a-ის გამოსვლით Google-მა ახალი სიტყვა თქვა და შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ ფლაგმანური სმარტფონების მკვლელი.

Pixel 6a-ში წარმოდგენილია 6.1 დიუმის ზომის OLED ეკრანი, ორმაგი ფლაგმანური დონის მთავარი კამერა 4K ვიდეო გადაღებით 60 კადრით წამში და ოპტიკური სტაბილიზაციით, 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, Google Tensor ფლაგმანური ჩიფსეტი, Google Titan M2 უსაფრთხოების პროცესორი, 4410 მილიამპერიანი ბატარეა, 6 გიგაბაიტი LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტი UFS3.1 შესანახი მეხსიერება და Google Android 12 ოპერაციული სისტემა

სმარტფონი როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ასევე სისტემურადაც და დიზაინითაც გახლავთ ფლაგმანური დონის. 6a-ის კორპუსის გვერდები დამზადებულია მეტალისგან, ხოლო ეკრანს და უკანა პანელს იცავს Gorilla Glass-ის მესამე თაობა. 5 წლის განმავლობაში აღნიშნული სმარტფონის მომხმარებლები მიიღებენ სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს. მისი ფასი ამერიკაში მხოლოდ 449 დოლარს შეადგენს.

 

Scroll to Top