Google Pixel 6a: ნამდვილი ფლაგმანური სმარტფონების მკვლელი მაისში გამოვა

11 მაისს Google-ის ღონისძიება არის დაგეგმილი, სადაც საუბარი ძირითადად Android 13-ის შესახებ იქნება. თუმცა ასევე ვიხილავთ ახალ საშუალო კლასის სმარტფონს Pixel 6a-საც.

რეგიტრირებული მონაცემების მიხედვით Pixel 6a-ს ექნება 6.2 დიუმის ზომის OLED ეკრანი, 4800 მილიამპერიანი ბატარეა, ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა ოპტიკური სტაბილიზაციით, 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება, iP68 სერთიფიკატი და რაც მთავარია 5 ნანომეტრიანი არქიტექტურით შექმნილი Google Tensor ჩიფსეტი(რომელიც ფლაგმანურ Pixel 6 და Pixel 6 Pro სმარტფონებზეც გვხდება). გავრცელებული ინფორმაციით 6a-ის ფასი ანონსის დრეს 400 ამერიკულ დოლარამდე იქნება. საიდუმლო არ არის, რომ Google-ს Android სმარტფონების სამყაროში საუკეთესო სისტემა, ოპტიმიზაცია და ალგორითმები აქვს, შესაბამისად თამამად შეგვიძლია ახალ მოდელს ფლაგმანური სმარტფონების მკლვლელიც ვუწოდოთ.

Pixel 6a-ის დიზაინი Pixel 6-ის ფორმებს იმეორებს ოდნავ შეცვლილი კამერის დეტალებით, რომელსაც ასევე ვიხილავთ Pixel 7 სერიაშიც.

Scroll to Top