Google-ი უკვე მრავალი წელია გვანებივრებს თავისი Pixel სერიის ფლაგმანური სმარტფონებით, რომელიც Android სმარტფონების მოყვარულთათვის ნამდვილად წარმოადგენს ყოველწლიურ მთავარ მოვლენას სმარტფონების სამყაროში. დიდ ბრიტანეთში Google-ი სმარტფონების გაყიდვებით მეხუთე ადგილზე, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში და წინა წელთან შედარებით გაყიდვების რაოდენობა 400 პროცენტით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ წარსულში Google-ისგან არაერთი Nexus და Pixel სმარტფონები გვახსოვს, მხოლოდ 2021 წელს ვიხილეთ ნამდვილი ფლაგმანური სმარტფონები Pixel 6 სერია, რომელსაც რამდენიმე თვეში ბიუჯეტური პრემიუმ სმარტფონი Pixel 6a-იც მოყვა. Google-ის სმარტფონების მთავარი ღირსეებებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც საუკეთესო სისტემით, საუკეთესო კამერის ალგორითმებით და უსაფრთხოებით შემოიფარგლება. ზოგადად Google-ის სმარტფონები შეგვიძლია თამამად მივიჩნიოთ ყველაზე ჭკვიან სმარტფონებად, რადგან Pixel-ის AI ალგორითმი სწავლობს მომხმარებლის ქცევებს და მომხმარებელზე მორგებულად აუმჯობესებს სხვადასხვა ფუნქციებს, მათ შორის კამერის შედეგებსაც.
Google-ს უცნაური სტრატეგიაც აქვს. მაშინ როდესაც სხვა ბრენდის მომავალი სმარტფონების დიზიანი და მონაცემები გასაიდუმლოებულია, Google-მა თავად გვაჩვენა Pixel 7 სერიის დიზაინები, რომლის გამოსვლამდეც 5 თვეზე ცოტა ნაკლები დრო არის დარჩენილი.
Pixel 7 სერიის დიზაინი იმეორებს Pixel 6 სერიის დიზაინის ფორმებს, თუმცა ამჯერად კამერის მოდული არის მეტალის და ფერები უფრო დახვეწილად არის განლაგებული კორპუსის მთლიანი შემადგენლობით. თუ ინსაიდერულ მონაცემებს გადავხედავთ, Pixel 7-ში კამერის მახასიათებლები არ შეიცვლება, თუმცა Google-ის თქმით გაუმჯობესდება ფოტო და ვიდეო გადაღება. ასევე ვიხილავთ Google Tensor-ის მეორე თაომის ჩიფსეტს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Pixel 6a-ის ღირებულება Pixel 5a-ს ღირებულების იდენტურია და 449 ამერიკულ დოლარს შეადგენს. უნდა ვივარაუდოთ, რომ Pixel 7 ეღირება 599 დოლარი და Pixel 7 Pro-ს ღირებულებაც კვლავ 899 დოლარი იქნება. თუ პროგნოზი გამართლდება, სხვა ბრენდების ფლაგმანური სმარტფონების მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასების ფონზე Google-ის სმარტფონები ყველაზე ოპტიმალური და გაყიდვადი იქნება Android ფლაგმანურ სმარტფონებს შორის.