Google-ი, Samsung-ი და Sony ჭკვიან კონტაქტურ ლინზებს ამზადებენ

ჯერ კიდევ 2014 წელს Google-მა დიაბეტით დაავადებულთათვის გამოუშვა ჭკვიანი კონტაქტური ლინზები, რომელიც ძირითად ბიოტექნოლგიურ ფუნქციას ასრულებს და გამოიყენება სამედიცინო სფეროში. რადგან ლინზები პაციენტებში განსაზღრვას გლუკოზის დონეს, რომელიც კონტაქტურ ლინზაში ჩაშენებული მიკრო ჩიპის და მიანუტურული გლუკოზის სენსორის დახმარებით მუშაობს.

2022 წლის CES ღონისძიებაზე კომპანიებმა MojoVision-მა და InWith Corp-მა წარმოგვიდგინეს კონტაქტური ლინზები. ორივე მოწყობილობაში წარმოდგენილია მინიატური MicroLED ტექნოლოგიით შექმნილი მონიტორები, სადაც მომხმარებელს შეეძლება სხვადასხვა გამოსახულებების შესახებ მიიღოს ინფორმაცია ვიზუალურად და შეეძლება რუკების გაშვება ეკრანზე.  სხვათაშორის ჭკვიან კონტაქტურ ლინზებში წარმოდგენილია მინისკულარული(მცირე-მყარი) ტექნოლოგიის ბატარიები, რომელიც ამუშავებს მოწყობილობას და ეს ტექნოლოგია სულ ახლახანს გამოიგონეს. მინისკულარულ ბატარიებს შეიძლება რევულუციური ტექნოლოგიაც ვუწოდოთ და ის სამომავლოდ სხვა ტექნოლგოებშიც იქნება გამოყენებული(სმარტფონებში, სმარტსაათებში და ა.შ.).

Global Market Vision-მა ახლახან დაამატა ახალი ანგარიში გლობალური სმარტ საკონტაქტო ლინზების ბაზრის შესახებ, რომელიც წარმოადგენს სიღრმისეულ კვლევას, რომელიც უზრუნველყოფს ინდუსტრიის სრულ ანალიზს 2020 წლიდან 2027 წლამდე. მოხსენების თანახმად, ჭკვიანი კონტაქტური ლინზების ბაზარზე მთავარი მოთამაშეები იქნებიან Google-ი, Samsung-ი და Sony.

Samsung-ს ასევე აქვს უამრავი პატენტი ამ თემაზე, მათ შორის ერთი ჭკვიანი კონტაქტური ლინზებისთვის ჩაშენებული კამერებით. და მიუხედავად იმისა, რომ უფსკრული პატენტსა და რეალურ პროდუქტს შორის შეიძლება იყოს უსაზღვროდ დიდი, კორეული კომპანია არ გამოტოვებს შესაძლებლობას იყოს კონკურენტებზე ერთი ნაბიჯით წინ.

Scroll to Top