Galaxy S23 სერიის გამოსვლამდე 9-10 თვე დარჩა, თუმცა რამდენიმე ინსაიდერული ინფორმაცია უკვე ცნობილია და S23 სერიის პროექტის სახელია “Diamond”. მთავარი ცვლილება დიზაინს შეეხება და ამჯერად ყველა მხრიდან მომგვალებულ კუთხეებს ვიხილავთ. ასევე ვიხილავთ ეკრანში დამალულ წინა კამერასაც მხოლოდ Ultra მოდელში.
გარდა დიზაინერული ცვლილებებისა, ასევე შეიცვლება კამერის სენსორიც, რომელსაც Samsung-ი უკვე 3 წელია იყენებს ფლაგმანურ მოდელებზე. ამჯერად 200 მეგაპიქსელიან 1 დიუმის ზომის სენსორს ვიხილავთ. შეიცვლება ოპტიკური სტაბილაციის ტექნოლოგიაც, 10X-იდან 15X-მდე გაიზრდება ოპტიკური ზუმის მანძილი, თუმცა ახლა პირდაპირ 10X-ზე კიარ “გადახტება”, არამედ გაგრძელებადი ოპტიკური ზუმი იქნება, შესაბამისად 3X ტელეფოტო კამერის გამოყენების აუცილებლობა აღარ იქნება.
Galaxy S23 სერიაში ვიხილავთ ახალ 3 ნანომეტრიანი არქიტექტურით შექმნილ Qualcomm-ის და Samsung-ის ჩიფსეტებს, გაზრდილ ბატარიის მოცულობას, 5G AI-ს და ახალი თაობის მეხსიერებებს.