2022 წლის პირველი კვარტალიც დასრულდა და სმარტფონების სამყაროში სხვადასხვა ბრენდის წარმოებული საკმაოდ მრავალი მოდელი ვიხილეთ, თუმცა ვერ ვიხილეთ ტექნოლოგიურად მნიშვნელოვანი განვითარება 2021 წელთან შედარებით. ალბათ მიზეზი ის არის, რომ სმარტფონების ძირითადი ნაწილი წლის მეორე ნახევარში გამოდის.
გთავაზობთ 10 საუკეთესო სმარტფონის ჩამონათვალს სხვადასხვა კატეგორიებიდან:
Apple iPhone 13 Pro Max, 13 Pro & 13: საუკეთესოებს შორის საუკეთესო
13 Pro Max-ი 2021 წლის სექტემბერში გამოსული ფლაგმანური სმარტფონი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ყველაზე სასურველ და პოპულაურ სმარტფონის ტიტულს. ყველაზე სტაბილური სისტემა, ყველაზე სწრაფი პროცესორი, დახვეწილი დიზაინი, ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო გადაღება, საუკეთესო ვიდეო გადაღება და საუკეთესო ბატარეა ამ სმარტფონის მთავარი ღირსებებია. ამ ყველაფერთად ერთად სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს iPhone 13 Pro Max-ის მომხმარებლები ტრადიციულად 5 ძლის განმავლობაში მიიღებენ.
რაც შეეხება 13 Pro-ს, იგივე უპირატესობები აქვს, რაც აქვს მის უფროს ძმას, თუმცა ეკრანი 6.7 დიუმის ნაცვლად აქვს 6.1 დიუმი, ხოლო ბატარეა 4352 მილიამპერის ნაცვლად აქვს 3095 მილიამპერი. თუმცა მუშაობის ხანგრძლივობით უტოლდება კონკურენტი ბრენდების ფლაგმანურ სმარტფონებს, რომლებსაც აქვთ 4500-5000 მილიამპერიანი ბატარიები.
მინდა აღვნიშნო ფასიც და გითხრათ, რომ ზემოთ ნახსენები სმარტფონების ღირებულება შეადგენს 999-1099 ამერიკულ დოლარს. კონკურენტი ფლაგმანური სმარტფონების ფასებს თუ გადავხედავთ, iPhone-ების სიძვირეზე შექმნილი მითები უმალვე დაიმსხვრევა, რადგან რეალურად iPhone-ები კონკურენტებზე იაფი ღირს. 13 Pro-ს უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტი 120 ჰერცი სიხშირის ეკრანის გამოკლებით და 3X ტელეფოტო კამერის გამოკლებით უბრალოდ 13 შეგიზლიათ 799 ამერიკულ დოლარად შეიძინოთ.
Google Pixel 6 Pro & Pixel 6: საუკეთესო Android ფლაგმანური სმარტფონი და საუკეთესო ფლაგმანების მკვლელი
Google-ი წარსულში არ გამოირჩეოდა ფლაგმანური სმარტფონების წარმოებით და ის მუდამ ექსპერიმენტულ სიტუაციაში იმყოფებოდა. დადგა Android-ების მოყვარულების საოცნებო დრო და 2021 წლის ოქტომბერში Google-მა პირველი ნამდვილი ღირსეული ფლაგმანური სმარტფონები შემოგვთავაზა. ტრადიციულად Android-ის მფლობელი ბრენდი Google-ი პირველად თავის სმარტფონებზე გვთავაზობს უახლეს სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს 5 წლის განმავლობაში. Pixel 6 სერიის გამოსვლის დროს სისტემური განახლების ციკლი 3 წლით, ხოლო უსაფრთოების განახლების ციკლი 5 წლით განისაზღვრა, თუმცა არ არის გამორიცხული ეს ვადები გაიზარდოს. Pixel 6 Pro კონკურენტული ფლაგმანური სმარტფონია, ყველანაირი საუკეთესო მახასიათებლებით. გარდა ამ ყველაფრისა, Google-ი გვთავაზობს საუკეთესო პროგრამულ უზრონველყოფას, საუკეთესო ოპტიმიზაციას და საუკეთესო კამერებს მთელს Android სმარტფონების ინდუსტრიაში. Pixel 6 Pro გახლავთ iPhone 13 Pro Max-ის და Galaxy S21 Ultra-ს პირდაპირი კონკურენტი, თუმცა ფასი მნიშვნელოვნად დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ Pixel 6 Pro Android სმარტფონებში ეკონკურენტება S21 Ultra-ს, თამამად უწევს კონკურენციას S22 Ultra-საც.
რაც შეეხება Pixel 6-ს! დაუფიქრებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველანაირ მომხმარებლის სურვილებს და მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აქვს ფლაგმანური ჩიფსეტი, ფლაგმანური დიზაინი, მძლავრი ბატარეა, საუკეთესო კამერა, ძალიან კარგი ეკრანი, საუკეთესო სისტემა და მისი ღირებულება მხოლოდ 599 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
Samsung Galaxy S22 Ultra: საუკეთესო ბიზნეს კლასის სმარტფონი
როგორც უკვე იცით, Samsung-მა შეწყვიტა Note სერიის განვითარება და ახალ თაობას ვეღარასდროს ვიხილავთ. თუმცა მინდა გახაროთ, რომ Note სერიის უპირატესობები მთლიანად ინტეგრირდა “S Ultra” სერიაში. კონკრეტულად ეს უპირატესობა სტილუსს(ელექტრონულ კალამს) და სტილუსის ფუნქციებს უკავშირდება.
Samsung-ი ტრადიციებს არ ღალატობს და თავის ფლაგმანურ სმარტფონში კვლავ გვანებრივებს საუკეთესო ხარისხის ეკრანით. განახლდა კამერის ალგორითმებიც, რომელიც მარტივად შეგვიძლია გავუთანაბროთ Apple-ის და Google-ის ალგორითმებს. სისტემური და უსაფრთხოების განახლების ციკლი კი 5 წლამდე გაიზარდა, რაც Samsung-ს განახლებების ციკლით Google-თან თანაბარ სიტუაციაში ამყოფებს.
Sony Xperia Pro-I: საუკეთესო კამერაფონი და მულტიმედიური სმარტფონი
განსხვავებული სტილი და დახვეწილობა Sony-ს მთავარი ღირსება არის, თუმცა ამასთან ერთად გვთავაზობს ისეთ ტექნოლოგიებს, რომელიც სხვა ტოპ ბრენდის სმარტფონებში არ გვხდება. მაგალითად 2015 წლიდან Sony ერთადერთი კომპანია არის 4K რეზოლუციის ეკრანებით სმარტფონების წარმოებით. ახლა უკვე 21:9 ფორმატის მქონე ეკრანებით გვანებივრებს, ხოლო Pro-I-ში სმარტფონების კამერების ისტორიაში ყველაზე დიდი 1 დიუმის ზომის კამერას ვხდებით შუშის Zaiss ლინზებით და ცვლადი დიაფრაგმით. Apple-ის მსგავსად, აქაც გვაქვს iToF კამერის სენსორი, რომელიც კამერას ეხმარება სწრაფ ფოკუსში სრულიად სიბნელეშიც კი.
გარდა საუკეთესო კამერის მახასიათებლებისა, Sony-ს სმარტფონში წარმოდგენილია საუკეთესო კამერის აპლიკაციები, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია პროფესიონალური დონის მომხმარებელზე.
Apple iPhone 12: Google Pixel 6-ის ალტერნატივა
მიუხედავად იმისა, რომ iPhone 12 ძველ სმარტფონად ითვლება და 2020 წელს გამოვიდა, პერფომანსით არაფრით ჩამოუვარდება 2022 წლის Android ფლაგმანურ სმარტფონებს და ხშირ შემთხვევაში აჯობებს კიდეც. მისი ღირებულება ამ დროისთვის 599 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
Xiaomi Black Shark 5: საუკეთესო გეიმერული სმარტფონი
დიახ, ნამდვილად არსებობს Shark 5-ზე უფრო მძლავრი გეიმერული სმარტფონებიც, თუმცა ვთვლი რომ ეს მოდელი მაინც საუკეთესოა მოცემული კატეგორიიდან, რადგან აკმაყოფილებს გეიმერული სმარტფონის ყველანაირ მოთხოვნილებებს. მაგალითად: აქვს გაგრილების სისტემა, სტაბილური ჩიფსეტი Snap870, 144 ჰერცი სიხშირის AMOLED ეკრანი და მძლავრი ბატარეა. რაც მთავარია, სმარტფონის ფასი სრულიად ხელმისაწდვომია და შეადგენს დაახლოებით 500 ამერიკულ დოლარს.
Apple iPhone 13 Mini: საუკეთესო კომპაქტური სმარტფონი
მხოლოდ Apple-ი გვთავაზობს საუკეთესო კომპაქტურ სმარტფონებს ფლაგმანური მახასიათებლებით და ამ კატეგორიაში iPhone 13 Mini თავისი 5.4 დიუმის ზომის ეკრანით უკონკურენტოა. ფლაგმანური ჩიფსეტი, მძლავრი ბატარეა, ფლაგმანური კამერები, საუკეთესო სისტემა და დახვეწილი დიზიანი ყველაზე კომპაქტურ კორპუსში.
P.S. ამ დროისთვის სულ ეს იყო. ვიმედოვნებთ შემდეგი სამი კვარტალი 2022 წლიდან ბევრად უფრო საინტერესო იქნება, რადგან წინ გველოდება მნიშვნელოვანი სმარტფონები: iPhone 14 სერია, Pixel 7 სერია, Xperia 1 IV, Xiaomi 12 Ultra, vivo X80 სერია და სხვა