Google-ის მიერ მხარდაჭერილი Calico Labs არის R&D კომპანია, რომელსაც საკმაოდ დიდი მისია აქვს: დაბერების პროცესთან ბრძოლა. კომპანია Calico 2013 წელს დაარსდა და მისი მიზანია აღმოაჩინოს დაბერების ბიოლოგიური გზები, მასთან დაკავშირებული დაავადებები და შეიმუშაოს მკურნალობა, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს უფრო დიდხანს იცხოვრონ.
Calico-ს პირველ დაქირავებულთა შორის იყო სინტია კენიონი, ახლა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი დაბერების კვლევის საკითხებში, რომელმაც 20 წლის წინ აჩვენა, რომ ლაბორატორიულ მრგვალ ჭიაში დნმ-ის ერთი ასოს შეცვლამ მას სამი კვირის ნაცვლად ექვსი კვირა აცოცლა.
Calico ამ დროისთვის არის სუპერ საიდუმლო კომპანია, ლაბორატორია აქვთ სან-ფრანცისკოს შტაბ-ბინიდან 30 მილის დაშორებით არსებულ ბუნკერში და დაბერების შესაჩერებლად 100-ზე მეტი მეცნიერი მუშაობს.
2020 წლის დეკემბერში, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემუშავებული და Calico-ს მიერ ლიცენზირებული ექსპერიმენტული პრეპარატით აღმოჩნდა, რომ თაგვებში მეხსიერების და გონებრივი მოქნილობის ასაკთან დაკავშირებული დაქვეითება შეცვალა. წამალმა, ISRIB-მა უკვე აჩვენა, რომ ლაბორატორიულ კვლევებში ეფექტურია – სხვა საკითხებთან ერთად – ტვინის ტრავმული დაზიანების შემდეგ მეხსიერების ფუნქციის აღდგენაში, დაუნის სინდრომის შემეცნებითი დარღვევების აღმოფხვრაში და ხმაურთან დაკავშირებული სმენის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.
ახლო წარსულში ადამიანების უმეტესობა ინფექციებისგან იღუპებოდა და არა სიბერისგან. ვაქცინების, უკეთესი კვების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის ყოვლისმომცველი გაუმჯობესების წყალობით, მდიდარ ქვეყნებში დაბადებისას სიცოცხლის ხანგრძლივობა გაორმაგდა 40-დან დაახლოებით 80 წლამდე.